logo
ENG



4 ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, არის 4 ახალი კლასტერი და დიდი საფრთხე - გახარია

11 ივნ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს დაწესებული შეზღუდვები გაითვალისწინონ. 

როგორც გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში არ უნდა განმეორდეს ის, რაც ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდა, კერძოდ კი, მეორე ეპიდაფეთქება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივეცით საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსი არსებობს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, არის ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერი და დიდი საფრთხე. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ის მიღწევა, რომელიც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს, როგორ ხდება ეპიდემიოლოგიური აფეთქება მსოფლიოში მეორედ. მინდა ყველა უწყებას და მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი სიფრთხილისკენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა